ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიაარა“, „მთავრობისა“ და „პრეზიდენტის“ მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.
საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრები „რეფერენდუმის" ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ მიმართავენ.
ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, „რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები“.
„რეფერენდუმის“ ჩატარების ინიციატივის დაყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხევვაში საინიციატივო ჯგუფი სულ ცოტა 25 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, „რეფერენდუმის“ მოთხოვნით კი, სულ მცირე 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.